საორგანიზაციო კომიტეტის სახელით გეპატიჟებით, ძუძუს კიბოს საწინააღმდეგო აქციაზე – 2014 წლის მარათონზე სიცოცხლის გადასარჩენად, კვირას, 29 ივნისს, თბილისში, კუს ტბაზე.
საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად არის ერთერთი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი აქცია ქვეყანაში, რომელიც ცნობიერების ზრდას ითვალისწინებს. ღონისძიებაზე დასწრებით მიიღებთ დიდ სიამოვნებას. ამ დღეს ასობით ადგილობრივი და უცხოელი მონაწილე თავს იყრის, რათა მონაწილეობა მიიღოს სირბილისა და სიარული შეჯიბრში და გაამხნევოს სხვები ღონისძიების მხარდასაჭერად. მონაწილეები გაეცნობიან სპონსორთა საექსპოზიციო მაგიდებს, დაესწრებიან საბავშვო გამოსვლებს და მოისმენენ ცოცხალ მუსიკას. ბევრი მიზეზია აქციაზე მოსასვლელად, მაგრამ მათ შორის მთავარია ის რომ: თქვენი დახმარებით შვსაძლებელი იქნება ათასობით სიცოცხლის გადარჩენა.
ჩვენი მიზანი მარტივია: დავამარცხოთ ძუძუს კიბო, როგორც სასიკვდილო დაავადება. საზოგადოებაში არსებული სტიგმის გამო, საქართველოში ძუძუს კიბოთი სიკვდილობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. საქართველოში ქალებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია ძუძუს კიბოს ნაადრევი გამოვლენის მეთოდების მნიშვნელობის შესახებ, რისგამოც გამოვლინება დაავადების ხდება გვიან სტადიებზე, როდესაც მკურნალობის გზების არჩევანი შეზღუდულია და შესაბამისად სიკვდილიანობის რისკი მაღალია.
შემოგვიერთდით, რათა აჩვენოთ თქვენი მხარდაჭერა მათ, ვინც ებრძვის ძუძუს კიბოს, რათა დავაფასოთ ისინი, ვინც დამარცხდა ამ ბრძოლაში და მივიძიოთ ფონდები ძუძუს კიბოს ნაადრეული გამოვლენისა და სარძევე ჯირკვლის ჯანმრთლობის დაკავშირებული განათლების პროგრამებისათვის.
თქვენი დახმარებით საქართველოს მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად წარმატებული ღონისძიება იქნება.
გთხოვთ, მოიწვიოთ თქვენი კოლეგები, მეგობრები და ოჯახის წევრები ჩაერთონ მარათონში თქვენთან ერთად!
- 5 კმ-იან რბენაზე რეგისტრაცია იწყება 11:00 საათზე და რბოლა დაიწყება 12:00 საათზე
- 2 კმ-იან დისტანციაზე მსვლელობის რეგისტრაცია იწყება 11:00 საათზე და მსვლელობა დაიწყება 1230 საათზე
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ მარათონის ფეისბუქის გვერდზე:
ვიმედოვნებთ, რომ შემოგვიერთდებით – საქართველოს მარათონზე სიცოცხლის გადასარჩენად 29 ივნისს, თბილისში, კუს ტბაზე