Georgia Race for the Cure 2014

Georgia’ ninth annual Race for the Cure® was held on Sunday, June 29, in Tbilisi. The Race® was organized by the Women Wellness Care Alliance HERA and supported by the Susan G. Komen Breast Cancer Foundation and the USAID|SUSTAIN project. Georgia is one of only 13 countries outside the U.S. to host an official Komen Race for the Cure® event.Participating in the event were 400 5K runners, 150 breast cancer survivors, and 100 volunteers. About 3,500 people came to the event to cheer on the runners, participate in the 2K walk, and listen to the official speeches and concert. All ages and genders participated in the Race®: high school and university students, middle aged women and men, children, and even a few senior citizens. There were also groups from large businesses and corporations, medical clinics and hospitals, and community members and representatives from the regions of Georgia.The increasing number of survivors participating in the event is encouraging and an important indicator of the public’s increasing awareness and declining stigma around breast cancer in Georgia.

The Race® was also supported by number of government agencies, international and local businesses, and NGOs. These were Georgia’s Ministry of Labor, Health, and Social Affairs, National Center for Disease Control and Public Health, National Screening Center, Winner Women’s Club, British Petroleum, Insurance Company ARDI Group, OUtdooR.ge, ProCredit Bank, Bank Republic, Hoffmann La-Roche pharmaceutical company, International Women’s Association (IWA), Oxford MEDICAL, Medi Prive Clinic, Turtle Lake, Georgian Events, Water Bakuriani , Georgian Bakers, Coca Cola, Geoplant Ltd., Helping Hand, First Channel, Adjara TV, Tabula TV, and Folk radio.

საქართველოს „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად®“ 2014

საქართველოს რიგით მე-9 ყოველწლიური „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად®“ ჩატარდა კვირას, 29 ივნისს, ქ. თბილისში. მარათონი® ორგანიზებული იყო ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირის „ჰერას“ მიერ, სიუზან ჯ. კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ) საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა შენარჩუნების (USAID/SUSTAIN) მხარდაჭერით. საქართველო ერთ-ერთია იმ 13 ქვეყანას შორის, რომლებიც აშშ–ს ფარგლებს გარეთ მასპინძლობენ კომენის ოფიციალურ „მარათონს სიცოცხლის გადასარჩენად®

მარათონმა® დაახლოებით 3 500 ადამიანი მოიზიდა, რომელთა შორის იყვნენ 400 მორბენალი 5 კმ-იან დისტანციაზე, 150 ქალბატონი გადატანილი ძუძუს კიბოთი და 100 მოხალისე. ტრადიციულ 2კმ-იან მსვლელობაში მონაწილეობნენ სხვადასხვა ასაკისა და სქესის წარმომადგენლები: სკოლის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, საშუალო ასაკის ქალები და მამაკაცები, ბავშვები და ხანდაზმული მოქალაქეებიც კი. აქციის მსვლელობა გაგრძელდა ოფიციალური გამოსვლებით და დასრულდა საქველმოქმედო კონცერტით. მარათონში მონაწილეობას იღებდნენ ასევე დიდი ბიზნესისა და კორპორაციების წარმომადგენლობითი ჯგუფები, სამედიცინო დაწესებულებები, თემის წევრები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები.

მარათონში მონაწილე გადატანილი ძუძუს კიბოს მქონე ქალბატონთა მზარდი რაოდენობა საქართველოში საზოგადოებრივი ცნობირების ამაღლებისა და ძუძუს კიბოსთან დაკავშირებული სტიგმის მსხვრევის ნათელი მაგალითია.

მარათონს® დიდი მხარდაჭერა და პარტნიორობა გაუწიეს სხვადასხვა სახელმწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ადგილობრივმა ბიზნეს კომპანიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ შორის იყვნენ: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, გამარჯვებულ ქალთა კლუბი, ბი-პი, სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“, აუთდოორ ჯიი, პროკრედიტ ბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ჰოფმან ლა-როში, კლინიკა „ოქსფორდ მედიკალი“, კლინიკა მედი პრაივი, კუს ტბა, ჯორჯიან ივენთი, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია, ჯორჯიან ბეიკერს, ბორჯომის წყაროები, კოკა-კოლა, “ შპს “გეოპლანტი“ (ჩაი გურიელი), ჰელპინგ ჰენდი, პირველი არხი, აჭარის ტელევიზია, ტელეკომპანია ტაბულა და ფოლკ რადიო.

Leave a comment