საქართველოს რიგით მე-9 ყოველწლიური „მარათონი სიცოცხლის გადასარჩენად“ ჩატარდა კვირას, 29 ივნისს, ქ. თბილისში. მარათონი ორგანიზებული იყო ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირის „ჰერას“ მიერ, სიუზანჯ. კომენის სარძევე ჯირკვლის კიბოს ფონდისა და ამერიკის შეერთებული შტატების (აშშ)საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამა შენარჩუნების (USAID/SUSTAIN) მხარდაჭერით. საქართველოერთ-ერთია იმ 13 ქვეყანას შორის, რომლებიც აშშ–ს ფარგლებს გარეთ მასპინძლობენ კომენის ოფიციალურ „მარათონს სიცოცხლის გადასარჩენად® “
მარათონმა დაახლოებით 3 500 ადამიანი მოიზიდა, რომელთა შორის იყვნენ 400 მორბენალი 5 კმ-იან დისტანციაზე, 150 ქალბატონი გადატანილი ძუძუსკიბოთი და 100 მოხალისე. ტრადიციულ 2კმ-იან მსვლელობაში მონაწილეობნენ სხვადასხვა ასაკისა და სქესის წარმომადგენლები: სკოლის მოსწავლეები და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები, საშუალო ასაკისქალები და მამაკაცები, ბავშვები და ხანდაზმული მოქალაქეებიც კი. აქციის მსვლელობა გაგრძელდა ოფიციალური გამოსვლებით და დასრულდა საქველმოქმედო კონცერტით. მარათონში მონაწილეობას იღებდნენასევე დიდი ბიზნესისა და კორპორაციების წარმომადგენლობითი ჯგუფები, სამედიცინო დაწესებულებები, თემის წევრები და საქართველოს სხვადასხვა რეგიონების წარმომადგენლები.
მარათონში მონაწილე გადატანილი ძუძუსკიბოს მქონე ქალბატონთა მზარდი რაოდენობა საქართველოში საზოგადოებრივი ცნობირების ამაღლების ადა ძუძუს კიბოსთან დაკავშირებული სტიგმი სმსხვრევის ნათელი მაგალითია.
მარათონს დიდი მხარდაჭერა, ადგილობრივმა ბიზნესკომპანიებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა. მათ შორის იყვნენ:
მხარდამჭერი სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურები: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეროვნული სკრინინგ ცენტრი, გამარჯვებულ ქალთა კლუბი,
პლატინის სპონსორი:ბი-პი,
ოქროს სპონსორი: სადაზღვევო კომპანია „არდი ჯგუფი“, აუთდოორ ჯიი,
ვერცხლის სპონსორები:პროკრედიტბანკი, ბანკი რესპუბლიკა, ჰოფმანლა-როში, კლინიკა „ოქსფორდ მედიკალი“, კლინიკა მედი პრაივი, კუს ტბა, ჯორჯიან ივენთი, ქალთა საერთაშორისო ასოციაცია,
სპონსორები: ჯორჯიანბეიკერს, ბორჯომისწყაროები, კოკა-კოლა,“ შპს “გეოპლანტი“ (ჩაი გურიელი), შპს კასტელ ჯორჯია,
ახალგაზრდული არასამთავრობო სტრუქტურები: ჰელპინგ ჰენდი,
მედია მხარდამჭერები: პირველი არხი . აჭარის ტელევიზია, ტელეკომპანია ტაბულა და ფოლკ რადიო.
ეს არის დიდი მოვლენა. იმედი მაქვს, ეს იქნება მომავალ წელსაც